Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპარლამენტო არჩევნები იმართება, უბნების დახურვა ორი საათით გადადეს „ამომრჩეველთა მოზღვავების“ გამო


ამომრჩეველთა რიგი სარჩევნო უბანზე თეირანში, 21 თებერვალი, 2020 წელი
ამომრჩეველთა რიგი სარჩევნო უბანზე თეირანში, 21 თებერვალი, 2020 წელი

ირანის ხელისუფლებამ გადადო ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ვადა ორი საათით, „ამომრჩეველთა მოზღვავების“ გამო, იტყობინება სახელმწიფო ტელევიზია 21 თებერვალს.

არჩევნებზე კანდიდატების სიები წინასწარ გაცხრილა მკაცრი ხაზის მიმდევარი სასულიერო პირების ჯგუფმა, რომლებმაც დისკვალიფიკაცია გაუკეთეს ათასობით ზომიერ და რეფორმისტ კანდიდატს.

გუშაგთა საბჭომ არჩევნებზე დაუშვა 7148 კანდიდატი. ცხრა ათას კანდიდატს, მათ შორის 90 კანონმდებელს, უარი ეთქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ირანის პარლამენტს, მაჯლესს, 290 დეპუტატი ჰყავს.

პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, რომელმაც კრიტიკა გამოთქვა ზომიერი კანდიდატების დისკვალიფიკაციის გამო, თქვა, რომ ირანელები კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებდნენ დიდ რაოდენობისთვის რომ ეყარათ კენჭი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG