Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის უმცროსი ქალიშვილი სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტს


კატერინა ტიხონოვა
კატერინა ტიხონოვა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უმცროსი ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა, სათავეში ჩაუდგა ლომონოსოვის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის პრობლემების შემსწავლელ ინსტიტუტს. „ვედომოსტის“ თანახმად, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის მიერ გაკეთებულ პრეზენტაციის ასლს იმოწმებს, სამეცნიერო საბჭოს სხდომა გამართულა 20 იანვარს, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ ინსტიტუტს უხელმძღვანელებს „კ. ვ. ტიხონოვა“. გაზეთ „ვედომოსტის“ თანამოსაუბრეებმა დაუდასტურეს, რომ საუბარია ფონდ „ინოპრაქტიკის“ ფონდის დირექტორ კატერინა ტიხონოვაზე.

ბევრი მედია 2014 წლიდან ტიხონოვას უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ქალიშვილს. ეს ცნობა პუტინს და ტიხონოვას არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ.

რუსეთის პრეზიდენტი თავის გამოსვლებში ხშირად ამახვილებს ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის პრობლემაზე. მას, კერძოდ, ნათქვამი აქვს, რომ „მსოფლიოში იბატონებს“ ის, ვინც უზრუნველყოფს მონოპოლიის მიღწევას ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG