Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა მოეწყო


გორის სამხედრო ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკაში, სამხედრო ჰოსპიტალში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო.

სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.

სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების ნაწილის რეფერირება გორში, კლინიკა „გორმედში“ განხორციელდა. „გორმედის“ ქსელის დირექტორი ვასილ ჭეიშვილი აცხადებს, რომ შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი მოქმედებს შესაბამისი რეკომენდაციებით.

გორის საჯარო სკოლებში კი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ასეთი ღონისძიება ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში დაიწყო.

სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, ტარდება. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG