Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შესვლაზე აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებს არ ეხებათ


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დროებითი შეზღუდვები დაუწესა 60 ქვეყნის მოქალაქებს.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 მარტიდან ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები „რესპუბლიკაში“ შესვლას ვერ შეძლებენ.

შეზღუდვები არ ეხებათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.

თუმცა, საქართველოს, ავსტრიის, ავსტრალის, ბელგიის, ბრაზილის, დიდი ბრიტანეთის, იაპონის, კანადის ლიეტუვას, რუმინეთის, საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები ვერ მიიღებენ ე.წ. საზღვრის კვეთის ნებართვას.

27 თებერვალს კორონავირუსის აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ოკუპირებული სამხერთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭომ, საქართველოსთან „საზღვარი“ განსაკუთრებული განკარგულების გამოცემამდე ჩაკეტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG