Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის შტაბმა „ვოშინგტონ პოსტს“ ცილისწამებისთვის უჩივლა


დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შტაბმა „ვაშინგტონ პოსტს“ უჩივლა. შტაბი გამოცემას სიცრუისა და ცილისწამების შეგნებულად გავრცელებაში ედავება. საქმე ეხება ორ სტატიას, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო კამპანიისა დროს დონალდ ტრამპის შტაბის წევრების რუსეთთან კავშირების შესახებ.

დონალდ ტრამპის შტაბის სასარჩელე განცხადებაში საუბარია 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ 2 პუბლიკაციაზე. სტატიები შეეხებოდა 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა თანამშრომლობას რუსეთთან და ასევე გარიგებას 2020 წლის არჩევნებისთვის.

სასამართლოში ერთი კვირის წინ ამავე საკითხზე სარჩელი შევიდა კიდევ ერთი გამოცემის, „ნიუ იორკ თაიმსის“ წინააღმდეგაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG