4 მარტს უკრაინის პარლამენტმა მოიწონა ახალ პრემიერ-მინისტრად დენის შმიჰალის დანიშვნა. მანამდე პარლამენტმა დიდი უმრავლესობით მოიწონა ამ თანამდებობიდან ოელქსი ჰონჩარუკის გადადგომა. მთლიანობაში ვერხოვნა რადის 291-მა წევრმა დაუჭირა მხარი შმიჰალის დანიშვნას, 59 წინააღმდეგი იყო და 46-მა თავი შეიკავა.
მანამდე ვერხოვნა რადამ 4 მარტს 343 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო ჰონჩარუკის გადადგომა, 49-მ თავი შეიკავა.
დენის შმიჰალის კანდიდატურა თებერვალში წამოაყენეს. მანამდე ის ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო.
უკრაინის წყაროებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თანამდებობებს დიდი ალბათობით დაკარგავენ ასევე მთავრობის სხვა წევრებიც.
35 წლის ჰონჩარუკი აგვისტოში დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. მან 17 იანვარს დაწერა განცხადება აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე. ჩანაწერებში ის ამბობს, რომ ვერც ის და ვერც პრეზიდენტი ზელენსკი ვერ ერკვევიან ეკონომიკაში.
მაშინ ზელენსკიმ არ მიიღო მისის გადადგომა.
დაწერეთ კომენტარი