Accessibility links

logo-print logo-print

სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უდასტურებენ, რომ უჩა ძოძუაშვილმა "დელტას" გენერალური დირექტორის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მომავალი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი უჩა ძოძუაშვილის შემცვლელის ვინაობა.

2 მარტს რადიო თავისუფლებამ „დელტას“ ოფიციალური ელ.ფოსტიდან მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება.

რამდენიმე საათში რედაქციას თავდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და სთხოვეს მასალის აღება, რადგან, მათი განმარტებით, ინფორმაცია მათთან შეუთანხმებლად გავრცელდა. მიუხედავად ამისა, რადიო თავისუფლებამ უარი თქვა, გამოქვეყნებული ინფორმაციის ვებგვერდიდან აღებაზე.

რაც შეეხება „დელტას“ საქმიანობას, მის შესახებ მოგითხრობდათ „თავისუფლების მონიტორი“ 2019 წლის მარტის ჟურნალისტურ გამოძიებაში „ცაში გასროლილი მილიონები“ - როგორ დაიხარჯა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი ლარი. გენერალური ინსპექციის საიდუმლო დასკვნა, რომელიც „თავისუფლების მონიტორმა” მოიპოვა, „დელტას" დირექტორს უკანონო ქმედებებში ამხელდა.

2016 წელს უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. მიზეზად კახეთში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგი სისტემის გაუმართაობა დასახელდა. ამ ბრლადებას ძოძუაშვილი აბსურდულს უწოდებდა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი 1 წლის თავზე აღადგინეს. მას შემდეგ რაც თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული კლევის საფუძველზე ბრალდება არ დაუმტკიცდა.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG