Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა რუსეთს ბრალი დასდო „ღია ცის ხერშეკრულების“ დარღვევაში


მარკ ესპერი
მარკ ესპერი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა რუსეთს ბრალი დასდო „ღია ცის ხერშეკრულების“ დარღვევაში. მისი თქმით, მოსკოვი აშშ-ს საშუალებას არ აძლევს, რომ ფრენები განახორციელოს ბალტიისპირა ქალაქ კალინინგრადის თავზე და საქართველოს მახლობლად, რაც შეთანხმებით ნებადართულია. „მე მრავალი კითხვა მაქვს შეთანხმების დღევანდელ მდგომარეობაზე“, განაცხადა ესპერმა 4 მარტს კონგრესში მოსმენაზე.

18 წლის წინანდელი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს 34 სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი, მიზნად ისახავს საერთაშორისო სტაბილურობის გაზრდას იმით, რომ ხელშეკრულება ხელმომწერ ქვეყნებს აძლევს ერთმანეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენების განხორციელების, სამხედრო და სხვა ობიექტების შემოწმების უფლებას.

ოქტომბერში The Wall Street Journal-ი იტყობინებოდა რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც მიანიშნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ხელშეკრულებიდან გასვლას აპირებს.

როგორც ესპერმა განუცხადა კონგრესს, მოსკოვი „მრავალი წელია“ არღვევს ამ ხელშეკრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG