Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლომ შეცვალა ძველი გადაწყვეტილება და დაუშვა ავღანეთში ომის დანაშაულის ფაქტების გამოძიება


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორებს შეუძლიათ გამოიძიონ საომარი დანაშაულის ფაქტები, რომლებიც ავღანეთში იქნა ჩადენილი აშშ-ის ძალების შესაძლო, სისასტიკეების ჩათვლით.

ამის თაობაზე განცხადება 5 მარტს გააკეთა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკიმ, რომელმაც განმარტა, რომ „სასამართლო თვლის მიზანშეწონილად, შეცვალოს გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ პროკურორს შეუძლია დაიწყოს გამოძიება“.

2019 წლის აპრილში სასამართლოს ქვედა პალატის წარმომადგენლებმა ერთხმად უარყვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას წინადადება იმ დანაშაულთა გამოძიების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, ჩაიდინეს თალიბებმა, ავღანეთის ძალებმა და აშშ-ის სამხედროებმა და მზვერავებმა. ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც დაგმობილ იქნა მსხვერპლის და უფლებადამცავი ჯგუფების მიერ, მოსამართლეები წერდნენ, რომ „გამოძიება ვერ იქნება მართლმსაჯულების სამსახურში“, რადგან ის ვერ განხორციელდება თანამშრომლობის გარეშე. Human Rights Watch-ი გამოვიდა გაფრთხილებით, ქვედა პალატის გადაწყვეტილება „სახიფათო გზავნილია დამნაშავეთათვის, რომ ისინი კანონისთვის მიუწვდომელი იქნებიან, თუ უარს იტყვიან თანამშრომლობაზე".

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიესალმა 2019 წლის გადაწყვეტილებას როცა ის გამოცხადდა და მას უწოდა „კანონის უზენაესობის დიდი საერთაშორისო გამარჯვება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG