Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფომ "რიყის დოქები" ვერ გაყიდა


სახელმწიფომ "რიყის დოქები" ვერ გაყიდა. აუქციონი დღეს, 5 მარტს, 17 საათზე დასრულდა.

იმის მიუხედავად, რომ აუქციონის იმ გვერდს, რომელზეც "რიყის დოქების" ლოტი იყო განთავსებული, ორი ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, მყიდველი მაინც არ გამოჩნდა.

სახელმწიფო ქონება გასაყიდად 5 თებერვალს გამოიტანეს და მისი საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო.

"ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით, ბიზნესთან თანამშრომლობით სწორი გამოყენება ვუპოვოთ "რიყის დოქებს", - თქვა ლოტის გასაყიდად გამოტანის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG