Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინის პარლამენტმა გენპროკურორი თანამდებობიდან დაითხოვა მთავრობაში გადაადგილებების ფონზე


უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან რიაბოშაპკა

უკრაინის პარლამენტმა, „ვერხოვნა რადამ“ 5 მარტს კენჭი უყარა ამ ქვეყნის გენერალური პროკურორის, რუსლან რიაბოშაპკასთვის უნდობლობის გამოცხადებას. საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო სხდომაზე მყოფი 263 დეპუტატი მიემხრო ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის პარტიას, „ხალხის მსახურს“ ეკუთვნოდა და გენერალური პროკურორს, რომელიც ამ პოსტზე აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, თანმდებობა დაატოვებინეს.

პარტიამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წამოაყენა თავისი კანდიდატურა - დეპუტატი, სერჰი იონუშასი.

რიაბოშაპკამ განაცხადა, რომ მისი გადადგომა ისურვეს კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზეოლენსკიმ მას უწოდა კარგი სპეციალისტი, რომელმაც, პრეზიდენტის თანახმად, ვერ აჩვენა შედეგი.

გენერალური პროკურორის დათხოვნა მოჰყვა წინა დღით პრემიერ-მინისტრის, ოლექსი ჰონჩარუკის გადადგომას. ის ექვსი თვე იყო თანამდებობაზე. პრემიერის თანამდებობაზე "რადამ" აირჩია დენის შმიჰალი, ვიცე-პრემიერი. პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის ახალი წევრები.

ეს მოვლენები უკრაინაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ქვეყნის პირობას, რომ რეფორმებს გაატარებს, რის ფონზეც კიევი ცდილობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღოს ახალი საკრედიტო პროგრამა, რომელიც საკვანძოა ეკონომიკური სტაბილურობისა და ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG