Accessibility links

ქაბულში ხსოვნის ცერემონიაზე მომხდარი თავდასხმისას, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა


სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა შეიარაღებული პირის მიერ ატეხილი სროლის შედეგად ცერემონიაზე ქაბულში, რომელსაც ესწრებოდნენ ავღანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, რომელიც არ დაშავებულა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასრატ რაჰიმიმ, განაცხადა, რომ 6 მარტის თავდასხმის ადგილზე გაგზავნილია სპეცდანიშნულების ნაწილი. ქაბულში პარასკევს იხსენებდნენ ეთნიკურ ჰაზართა ლიდერს, აბდულ ალი მაზარის, რომელიც ექსტრემისტებმა 1995 წელს მოკლეს.

თალიბანმა სასწრაფოდ უარყო ამ თავდასხმაში მონაწილეობა, შესაბამისად უცნობია, თუ რომელი დაჯგუფება დგას 6 მარტის ინციდენტის უკან.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ „სპეცსამსახურები გადაჭრით იმოქმედებენ იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ეს აქცია მოაწყო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG