Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სირიაში რუსეთის და თურქეთის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის პირობები სრულდება


სირიის პროვინცია იდლიბში, ჩანს, სრულდება ანკარასა და მოსკოვის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა 7 მარტს განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაში შეთანხმების დარღვევა არ აღრიცხულა. „ჩვენ ვაგრძელებთ ვიყოთ შემაკავებელი ძალა, რათა თავიდან ავიცილოთ შეთანხმების ყოველგვარი დარღვევა, რაც მისი ძალაში შესვლის შემდეგ არ მომხდარა“, - თქვა აქარმა.

ცეცხლის შეწყვეტა მიღწეულ იქნა მოსკოვში მოლაპარაკების შემდეგ, რომლის მიზანი იყო ბოლოს მოღება კონფლიქტისთვის, რომელსაც მილიონამდე ადამიანის იძულებით გადაადგილება მოჰყვა სამი თვის განმავლობაში.

აქარმა თქვა, რომ თურქეთი გამოიყენებს თავდაცვის უფლებას, თუ თავდასხმა მოხდება მის ძალებზე, რომლებიც არეალში არიან განთავსებული.
შეთანხმების მიხედვით, 15 მარტიდან რუსეთის და თურქეთის ძალები ერთობლივ პატრულირებას გასწევენ მაგისტრალის გასწვრივ.

რუსეთი და თურქეთი ზურგს უმაგრებენ სირიაში დაპირისპირებულ ძალებს, რომლებსაც ცხრა წელია ომი აქვთ. რუსეთი სირიის მთავრობას უჭერს მხარს, თურქეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. ადრე იდლიბის გარშემო მშვიდობის დასამყარებლად დადებული არაერთი შეთანხმება ჩაიფუშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG