Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში თავს დაესხნენ ქალთა დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციას


თავდასხმა დემონსტრაციაზე 8 მარტს ბიშკეკში
თავდასხმა დემონსტრაციაზე 8 მარტს ბიშკეკში

ნიღბიანი კაცები თავს დაესხნენ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დემონსტრაციას, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. 8 მარტს მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულთა შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე მაშინ მივიდა, როცა თავდასხმის მონაწილეები გაიქცნენ და დააპატიმრა დემონსტრაციის ორგანიზატორები და დემონსტრანტები. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იტყობინება, რომ დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები. დემონსტრანტებს სურდათ ქალთა საერთაშორისო დღე აღენიშნათ. თავდამსხმელებმა, რომლებსაც ყირგიზული ეროვნული ქუდები ეხურათ თავზე, მათ საშუალება არ მისცეს, დაეწყოთ აქცია, რომელიც ჩაიშალა. რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა პოლიციის განყოფილებასთან, სადაც დაკავებულები მიიყვანეს დასაკითხად და მათ გამოშვებას მოითხოვდნენ. დაკავებულთა ნაწილი, უცხოელები და არასრულწლოვნები, გაუშვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG