Accessibility links

site logo site logo

„ედისონ რისერჩი": ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება - 53%; „ქართული ოცნება" - 40%


ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ჩაატარა. „ფორმულის“ ეთერში გასულ ახალ გამოკვლევაში შედეგები ასე ნაწილდება:

რესპონდენტები პასუხობენ შეკითხვას, „საპარლამენტო არჩევნები დღეს, რომ ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას?"

„ქართული ოცნება“ – 29%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17%;

„ევროპული საქართველო“ – 6%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 4%;

„პატრიატთა ალიანსი“ – 4%;

„ლელო“ – 3%;

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2%;

გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ – 2%;

ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ – 2%;

„გირჩი“ – 1%.

კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ – 1%;

ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის - 1%;

ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ - 1%;

გადაუწყვეტელი - 28%.

ალოკაციის პირობებში, იგივე პარტიების მაჩვენებლები ასეთია:

„ქართული ოცნება“ – 39%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 23%;

„ევროოპული საქართველო“ – 8%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 6%;

„პატრიატთა ალიანსი“ – 6%;

„ლელო“ – 5%;

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3%;

გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ – 3%;

ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ – 2%;

„გირჩი“ – 2%.

კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ – 1%;

ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის" - 1%;

ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ - 1%;

გამოკვლევის დროს დასმულ კიდევ ერთი შეკითხვას, „მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას ან პარტიათა ბლოკს მისცემდით ხმას?" მოქალაქეები ასე პასუხობენ:

ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება - 53%;

„ქართული ოცნება“ 40%;

„პატრიოტთა ალიანსი და სხვები 7%.

გამოკვლევა მოიცავს მაჟორიტარი დეპუტატების საკითხსაც: „საპარლამენტო არჩევნებში თქვენს საარჩევნო ოლქში თუ თქვენი რჩეული პარტიის მიერ მხარდაჭერილი სხვა ოპოზიციური კანდიდატი იყრის კენჭს, მისცემთ თუ არა ხმას „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად?"

აუცილებლად მივცემ ხმას - 49%;

ალბათ მივცემ ხმას 33%;

ალბათ არ მივცემ ხმას 8%;

დანამდვილებით არ მივცემ ხმას 10%.

მეთოდოლოგია

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით გამოკვლევა „ედისონ რისერჩმა“ თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა, გარდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისა. არჩევნებში ხმის უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ. კვლევა 95%-იანი სანდოობისაა. ხოლო, შესაძლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG