Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 2019 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია წინა წელზე 0.2%-ით მეტია


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები ქვეყანაში 2019 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. მათი საერთო მოცულობა 1 267.7 მლნ აშშ დოლარია და 0.2%-ით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პირველ სამეულში არიან: დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და ირლანდია. მათ მოსდევენ აშშ, პანამა, ნიდერლანდი, რუსეთი, ჩინეთი და იაპონია.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შეადგინა 48.7%.

2019 წელს ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ აშშ დოლარით და მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 157.5 მლნ აშშ დოლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG