Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო


საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის GDRP-ის ფარგლებში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა ბაზაზე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მოინახულა, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ „ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს სიძლიერე ქართულ ჯარზე დგას“.

დასავლეთ სარდლობის სარდალმა პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა ზურაბიშვილს დასავლეთ სარდლობის შემადგენლობა წარუდგინა და საინფორმაციო ბრიფინგის სახით მიაწოდა ინფორმაცია სარდლობის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურისა და ძალთა სისტემის, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე სამშვიდობო მისიების, წვრთნებისა და სწავლებებისა შესახებ. პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG