Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე


ირაკლი კობახიძე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00
„საქართველოში არიან დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გამოძიებაზე, შემდეგ - სასჯელის შეფარდებაზე და შესაბამისად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები... სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია ამოსავალი წერტილი... თუ ამ პრინციპის ფარგლებში თუ რაიმე ზომების მიღება შეგვიძლია პოლიტიკური სტატუსის მქონე პირებს, ამ ზომების მიღებაზეც შეიძლება იყოს საუბარი... თუმცა ერთ მთავარ პრინციპზე უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან... პოლიტპატიმარს ვერცერთ შემთხვევაში ვერ უწოდებ ადამიანს, რომელსაც მოპარული აქვს ათეულობით მილიონი ლარი საჯარო ბიუჯეტიდან და ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმარს პირებს, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში... როდესაც ადამიანი არის მხილებული თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, ის უნდა გავიდეს პოლიტიკიდან... ეს არის უმარტივესი პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში... საქართველოში ეს პრინციპი სამწუხაროდ არ მოქმედებს“ - უთხრა 9 მარტს ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემის გარშემო 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შემდგარად ვერ ჩაითვლება, თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ შეასრულებს ერთობლივ განცხადებაში ასახულ პრინციპებს - არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და არ შეწყვეტს პოლიტიკურ დევნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG