პლატფორმა "სალამ"-ის წარმომადგენელი, ქამრან მამადლი პარლამენტის დისაპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს ეთნიკური უმცირესობების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ეხმაურება: "ჩვენთვის არსებითად პრობლემურია ჩვენი ასოცირება სხვა ქვეყნებთან და ჩვენი დიასპორად იდენტიფიცირება".
"ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი, მარი კორკოტაძე ლაპარაკობს სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდების პრობლემებზე, რომლებიც პანდემიის კონტექსტში გამწვავდა თერაპიების შემცირებისა თუ მიუწვდომლობის გამო: "მათთვის თერაპიაზე სიარული იგივეა, რაც დიალიზზე მყოფებისთვის თავიანთი პროცედურა".
სხვადასხვა კვლევების თანახმად, ლოქდაუნი და იზოლაციაში ყოფნა ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. შარშან გაზაფხულზე ესპანეთსა და იტალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლების უმეტესობა (86%) ხედავს ცვლილებებს მათი შვილების ქცევაში.
აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, სოფიო გოგოხია ამბობს, რომ 2020/2021 სასწავლო წელს ონლაინსწავლებისთვის მომზადება იყო საჭირო, რათა მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართვის თანაბარი საშუალება ჰქონოდათ:
ილია ზოსიმოვი, ორგანიზაციის "ხელი ხელს" საოჯახო საცხოვრისის ბენეფიციარი შშმ პირია. რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, რომ პანდემიამ და შეზღუდვებმა შშმ პირების ყოველდღიურობა განსაკუთრებით გააუარესა. ის თვლის, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი შშმ პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად:
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გვასალია ლაპარაკობს დისტანციური სწავლების ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე. ის თვლის, რომ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი იქნებოდა, ბავშვები სხვა საგნების მსგავსად სწავლობდნენ კიბერჰიგიენას.
Resignation Syndrome (RS) – ამ სინდრომს შვედეთში 90-იანი წლებიდან იკვლევენ. ეს არის დაავადება, რომელიც თავშესაფრის მაძიებელი ოჯახების ბავშვებს ემართებათ.
„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის (აზერბაიჯანელების რაოდენობა 300 ათასამდეა) შესახებ „არაფერი ვიცით“:
სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვების უფლებების დაცვის ხარისხი სასამართლო განხილვების პროცესში.
ჩამოტვირთე მეტი