Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება საქართველოში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯად შეაფასა საარჩევნო სისტემის შესახებ საქართველოში მიღწეული შეთანხმება.

სახელმწიფო დეპარტამენტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას მიღწეული შეთანხმების თაობაზე და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეთა შეთანხმება გადამწყვეტი ნაბიჯია საქართველოში დეპოლარიზაციის და პოლიტიკური ვითარების ნორმალიზების გზაზე წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ.

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანის და კარლ ჰარცელის აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმების პირობების დაკანონებას სჭირდება ცვლილებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში.

დღეს მოქმედი წესით, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული სისტემით აირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG