Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC - მხუთავი აირით მოწამვლის გამო 3 მეშახტე საავადმყოფოში გადაიყვანეს


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრი იტყობინება, რომ 10 მარტს, ქალაქ ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოიწამლა 3 მეშახტე, რომლებიც ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლის საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული მეშახტეები პროტესტის ნიშნად უარს ამბობდნენ სამუშაოს გაგრძელებაზე. პროტესტი კომპანიის სწორედ იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, რის გამოც იქ დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცლებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, კეძოდ კი მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ, რის გამოც მეშახტეები უარს აცხადებდნენ ამ გზით საქმიანობის განხორციელებაზე. მათი თქმით, საწარმოო პროცესის შედეგად დაგროვებული ნარჩენების ნაწილი - მათ შორის ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერის დამაბინძურებლები - თავს სავენტილაციო გვირაბში იყრის, რაც მისი გადაადგილებისთვის გამოყენებას საზიანოს ხდის. მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ნაკლები საფრთხის შემცველი ძიძიგურის შახტი მალევე აღდგებოდა, ხოლო მომეტებული საფრთხის შემცველი ალტერნატივით სარგებლობა დროებითი იყო, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, შეცვლილ პირობებს დათანხმდენენ. თუმცა, თავიდან ვერ ქნა აცილებული მძიმე ზიანი", - აღნიშნულია განცხადებაში.

EMC - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და OSGF - „ღია საზოგადოების ფონდი“ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ ტყიბულის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები და გერმანული კომპანია DMT GmbH&Co.KG-ს მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული რეკომენდაციების შესრულებამდე არ დაუშვან მათი გაგრძელება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობისგან მოითხოვენ, ნახშირმოპოვებითი სამუშაოების განახლებამდე, დასაქმებულები სრულად უზრუნველყონ ხელფასებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG