Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესახებ გამოაცხადეს


ჩინეთის პროვინცია ჰუბეის დედაქალაქი უჰანი. 2020 წ.10 მარტის ფოტო.
ჩინეთის პროვინცია ჰუბეის დედაქალაქი უჰანი. 2020 წ.10 მარტის ფოტო.

ჩინეთში პროვინცია ჰუბეის ხელისუფლებამ, საიდანაც დეკემბერში დაიწყო გავრცელება ახალი ტიპის კორონავირუსმა, საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესახებ გამოაცხადა. ამის მიზეზია COVID-19-ით დაავადების შემთხვევათა საგრძნობი კლება.

პროვინციის ტერიტორიის დატოვება ჯერჯერობით აკრძალულია. რეგიონში ნაწილობრივ გაუქმდა მოსახლეობის გადაადგილებაზე აკრძალვა, აღდგენას იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. პროვინციაში იმათ შეუძლიათ გადაადგილება, ვისაც კონტაქტი არ ჰქონია დაავადებულებთან ან არაა ეჭვმიტანილი ინფექციის ქონაში. ავადმყოფებთან კავშირში მყოფ ადამიანებს უფლება აქვთ, საკუთარ დასახლებულ პუნქტებში გადაადგილდნენ. ინფიცირებულები და ვირუსის ქონაში ეჭვმიტანილები კარანტინში რჩებიან.

მუშაობის გაგრძელება შეუძლია ყველა კომპანიას, გარდა საჯარო დაწესებულებების ნაწილისა - კინოთეატრების, წიგნის მაღაზიების, სპორტული დარბაზების, ინტერნეტკაფეების.

მკაცრი ზომების შემსუბუქება არ ეხება პროვინციის დედაქალაქ უჰანს. მაგრამ იქ მუშაობის განახლების უფლება მიეცათ საწარმოებს, რომლებიც პირველადი დანიშნულების პროდუქციას აწარმოებენ. საგანმანათლებლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღები ჯერჯერობით დახურული რჩება.
დღეისთვის ჩინეთში აღრიცხულია ვირუს COVID-19-ით ინფიცირებული 81 ათასი ადამიანი. გარდაიცვალა სამი ათასზე მეტი. მთლიანობაში მსოფლიოში დაავადებულია 120 ათასამდე ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი ათასზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG