Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო სამ დღეში ლარი დოლართან 8 თეთრით გაუფასურდა


თითქმის ერთთვიანი მუდმივი გამყარების შემდეგ ლარმა დოლართან გაუფასურება დაიწყო. ხვალიდან, 11 მარტიდან ლარის ახალი კურსი შევა ძალაში.

პირველი თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ლარი დოლართან 11,5 თეთრით გამყარდა, ბოლო სამ დღეში კი 8 თეთრით გაუფასურდა.

  • პირველი თებერვალი: 1 დოლარი — 2,8898 ლარი;
  • 3 მარტი: 1 დოლარი — 2,7735 ლარი;
  • 10 მარტი: 1 დოლარი — 2,7963 ლარი;
  • 12 მარტი: 1 დოლარი — 2,8791 ლარი.

საფონდო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი არა მარტო ევროსა და დოლართან, არამედ 30-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის - რუბლსა და ლირასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG