Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლივუდის პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა


ნიუ-იორკის სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ კინოპროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც მანამდე ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში.

ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი, 67 წლის ვაინშტაინი, სასამართლოზე კვლავ ინვალიდის ეტლით მივიდა. მან პირველად მიმართა სასამართლოს და განაცხადა, რომ ღრმად განიცდის ჩადენილს და აბსოლუტურად გაოგნებულია მომხდარით.

მისმა ადვოკატებმა სასამართლოს მოუწოდებს შემწყნარებლობისკენ და აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის ხუთწლიანი ვადაც კი შესაძლოა სამუდამო პატიმრობად იქცეს.

პროკურორებმა კი მოითხოვეს მაქსიმალური სანქცია ვაინშტაინის მიერ ქალების მიმართ მრავალი წლის მანძილზე ჩადენილი ძალადობის გამო.

ჰარვი ვაინშტაინი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალურ ძალადობაში ასისტენტის, მიმი ჰეილის მიმართ 2006 წელს და ერთ დროს მსახიობობის მოსურნე ქალის, გაუპატიურებაში 2013 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG