Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ერთკაციანი პიკეტებით გააპროტესტეს საკონსტიტუციო ცვლილებები


მოსკოვში მეორე დღეა იმართება ერთკაციანი პიკეტები საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელთაც გუშინ დაემატა პუნქტი ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების „განულების“ შესახებ.

აქტივისტების თქმით, პუტინის მიერ ხელისუფლების უზურპაციის წინააღმდეგ ასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. პლაკატებს შორის იყო წარწერები: „მეყოფა პუტინი“ და „წადი“.

სამშაბათს სახელმწიფო დუმის სხდომაზე „ედინაია როსიას“ დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა მოწოდებით, სხვა შესწორებებთან ერთად შეტანილ იქნეს პუნქტი პრეზიდენტ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების „განულების“ თაობაზე.

თავად პუტინმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ საკითხი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს.

11 მარტს სახელმწიფო დუმამ, შემდეგ კი ფედერაციის საბჭომ საბოლოოდ მოიწონეს ყველა საკონსტიტუციო შესწორება, მათ შორის ის, რომელიც პრეზიდენტ პუტინს ეხება.

XS
SM
MD
LG