Accessibility links

logo-print logo-print

კლუბი “ხიდი” აუქმებს მარტში დაგეგმილ ღონისძიებებს კორონავირუსის გამო


კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბი “ხიდი” (KHIDI) აუქმებს მარტში დაგეგმილ ღონისძიებებს.

“ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებით”, - წერია “ხიდის” გავრცელებულ განცხადებაში.

“ხიდი” თბილისის მეორე კლუბია, რომელიც ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო ღონისძიებებს აუქმებს. მანამდე დროებით დახურვის შესახებ განაცხადა კლუბმა “მტკვარზე”.

ახალი სახეობის კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG