Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიბისიმ" და "საქართველოს ბანკმა" სესხის შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს


კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ დღეს, 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

12 მარტს საღამოს, საშეღავათო პერიოდის შესახებ განაცხადა „საქართველოს ბანკმა“.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირება. სწორედ ამიტომ, ფილიალების განტვირთვის მიზნით, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდსა და დისტანციურ მომსახურებას შევთავაზებთ ყველა ფიზიკურ პირს“.

XS
SM
MD
LG