Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი აპირებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას კორონავირუსის ეპიდემიის გამო


ბოიკო ბორისოვი და ბულგარეთის მთავრობის წევრები
ბოიკო ბორისოვი და ბულგარეთის მთავრობის წევრები

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი, აცხადებს, რომ გეგმავს პარლამენტს სთხოვოს მხარდაჭერა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

„მთავრობა სთხოვს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რომელიც ითვალისწინებს სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უნივერსიტეტების დახურვას“, - განაცხადა ხუთშაბათს, მთავრობის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ ბოიკო ბორისოვმა.

ბორისოვი აპირებს, 13 მარტს შევიდეს ინიციატივით პარლამენტის წინაშე და იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯს ყველა საპარლამენტო ძალა დაუჭერს მხარს.

ასევე დაწესდება 14-დღიანი აუცილებელი საკარანტინო ვადა COVID-19-ის მატარებელი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა 5000 ლევის ([$2857) ფარგლებში.

12 მარტს ბულგარეთმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსიით დაავადების 23 შემთხვევა. ერთი კვირის წინ ეს რიცხვი 7-ს შეადგენდა.

საგანგებო მდგომარეობა 12 მარტიდან მოქმედებს ჩეხეთში.

ქვეყნის მთავრობის დადგენილებით ჩეხეთში შესვლა ეკრძალებათ მგზავრებს გერმანიიდან და ავსტრიიდან, ასევე სხვა „სარისკო რეგიონებიდან“. ამავე დროს, ჩეხებს აეკრძალებათ რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობა.

ერთი თვის განმავლობაში მთავრობა აკრძალვას აწესებს კულტურულ, სპორტულ, რელიგიურ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, რომლებშიც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG