Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი მოქალაქის ცხედრები იპოვეს იტალიის ქალაქ ბარიში


გარდაცვლილი დედა-შვილის გვამები აღმოაჩინეს იტალიის ქალაქ ბარიში. „ლა გაძეტა დელ მეძოჯორნოს“ ცნობით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. პირველადი ინფორმაციით, მათი სიკვდილი გამოიწვია ბუნებრივი აირის ღუმელიდან გამონაბოლქვმა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ მაშველებს ეცვათ სპეციალური ტანსაცმელი, შესაძლო კორონავირუსისგან თვის დასაცავად. ისინი გარდაცვლილი ქალის ნათესავმა კაცმა გამოიძახა.

გარდაცვლილი ბიჭი 16 წლის იყო, ხოლო დედა - 41-ის.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საკონსულო კავშირზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG