Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხუცებისთვის ერთ დღეში შეგროვებული 55 ათასი ლარი

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, სამმა ქალმა ქართველი მოხუცებისთვის 55 000 ლარზე მეტი შეაგროვა, ერთ დღეში, ფეისბუკის ჯგუფის საშუალებით.

13 მარტს, დაახლოებით 4 საათზე, მარიამ თითბერიძემ მარიამ ჯორბენაძესა და მარიამ ცერცვაძესთან ერთად ფეისბუკზე შექმნა ჯგუფი “დავეხმაროთ მოხუცებს”. იდეა სპონტანურად გაუჩნდათ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, სოციალური დახმარების ცენტრმა “კათარზისმა” მომსახურების წესი შეცვალა და საკვებს შენობის ნაცვლად ეზოდან გასცემს.

“ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ასე აიტაცებდა ხალხი ამ ინიციატივას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ თითბერიძე და განაგრძობს: “ვფიქრობდით, 5, მაქსიმუმ, 10 ათასი ლარის აკუმულირებას შევძლებდით”.

უსაფრთხო სადილი ყველას

პრევენციის მიზნით "კათარზისმა"  მომსახურების წესი შეცვალა.
1/10 პრევენციის მიზნით "კათარზისმა"  მომსახურების წესი შეცვალა.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
ორგანიზაცია მზა სადილს 12:30-დან 14:30 საათამდე გასცემს.
2/10 ორგანიზაცია მზა სადილს 12:30-დან 14:30 საათამდე გასცემს.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
"კათარზისის" თანამშრომელი საკვების თითო პორციას მაგიდაზე დებს.
3/10 "კათარზისის" თანამშრომელი საკვების თითო პორციას მაგიდაზე დებს.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
დღიური ულუფა.
4/10 დღიური ულუფა.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
"კათარზისის" თანამშრომელი კუთვნილ ულუფას აწვდის ბენეფიციარს.
5/10 "კათარზისის" თანამშრომელი კუთვნილ ულუფას აწვდის ბენეფიციარს.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
მოქალაქეები სათითაოდ შედიან "კათარზისის" ეზოში, რათა დაიცვან დისტანცია.
6/10 მოქალაქეები სათითაოდ შედიან "კათარზისის" ეზოში, რათა დაიცვან დისტანცია.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
სიფრთხილის მიუხედავად მხნეობას და ხალისს არავინ კარგავს.
7/10 სიფრთხილის მიუხედავად მხნეობას და ხალისს არავინ კარგავს.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
მოქალაქეები და "კათარზისის" თანამშრომლები შორიდან ესალმებიან და მოიკითხავენ ერთმანეთს.
8/10 მოქალაქეები და "კათარზისის" თანამშრომლები შორიდან ესალმებიან და მოიკითხავენ ერთმანეთს.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
რეკომენდაციის თანახმად საკვების გაცემის დროს დისტანციას იცავენ.
9/10 რეკომენდაციის თანახმად საკვების გაცემის დროს დისტანციას იცავენ.
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
ჰუმანიტარული კავშირი "კათარზისი".
10/10 ჰუმანიტარული კავშირი "კათარზისი".
12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა.
Previous slide
Next slide

14 000 წევრისგან შემდგარი ჯგუფის აღწერაში ორგანიზატორები წერენ:

“გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ხალხის სახლში დარჩენა, შევქმენით ეს ჯგუფი, რათა მაქსიმალურად სწრაფად ავაგროვოთ თანხა, რომ თითოეულ მოხუცს ქონდეს მინიმუმ რამდენიმე დღის საკვები და არ დადგეს ვირუსის და/ან შიმშილის რისკის ქვეშ”.

ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში არ გაჩერებულა. ზოგი 1 ლარს რიცხავდა, ზოგი 50-ს, იყო 500-ლარიანი ტრანზაქციაც. ჯგუფის შექმნიდან ერთ საათში ანგარიშზე 8 000 ლარამდე ჩაირიცხა. საერთო ჯამში, ერთ დღეში მოხუცებისთვის შეგროვდა 55 ათას ლარზე მეტი, კიდევ ვაუჩერები სხვადასხვა კომპანიისგან, უფასო პროდუქტი…

მარიამები დაუკავშირდნენ კათარზისს, თბილისის მერიის უფასო სასადილოებს, ასევე, ეკლესიებს, მოხუცებულთა თავშესაფრებს, პანსიონატებს. ახლა ბაზას ადგენენ, სურთ, რამდენიმე ასეულ მოხუცს დაეხმარონ.

“არ გვინდა, რომ მხოლოდ საკვებით შემოვიფარგლოთ. ამ ადამიანებს სჭირდებათ ჰიგიენის ნივთებიც და მედიკამენტებიც”.

თანხის შეგროვება უკვე შეწყდა. სამ ადამიანს მეტი ფიზიკური რესურსი არ გვაქვსო, ამბობენ ორგანიზატორები.

“სიკეთეს გავავრცელებთ და სხვას მივცემთ მუხტს, მათაც გააკეთონ სიკეთე”, - ამბობს მარიამ თითბერიძე.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG