Accessibility links

logo-print logo-print

Wizz Air-ი აჩერებს ფრენებს ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით


COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-ი 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან აჩერებს ფრენებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით - ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებმაც.

· პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე.

· ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

ვიზეარის მომხმარებლები, რომლებსაც ეს ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებსაიტისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კონსულტაციისთვის კი დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ავიაკომპანიას ნომერზე: 0706 777 483

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ჩამოთვლილ ქვეყნებში იმყოფება და ვისაც ფრენების შეწყვეტის გამო დაბრუნების პრობლემა შეექმნება, უნდა დაუკავშირდეს იმავე ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც მათ საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშუტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG