Accessibility links

site logo site logo

შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი დისტანციურ მუშაობაზე გადავა


16 მარტიდან შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება.

50-მდე სერვისის მიღებას, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრის დახმარებით. მათ უნდა დარეკონ ნომერზე: 241 42 42 ან გამოიყენონ ვებსაიტი www.police.ge

დისტანციური მომსახურების მიღება შესაძლებელი საპატრულო პოლიციის ჯარიმების პროცედურებთან დაკავშირებით:

• ჯარიმების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება;

• ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება;

• ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა;

• ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა;

• ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;

• გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა;

• ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა);

• ცნობების მიღება;

• მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება;

მოქალაქეების ასევე დისტანციურად მიიღებენ საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებულ მომსახურებას:

• არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება;

• გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება;

• სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება;

• გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება;

• სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება;

• სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება;

• სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება;

• რეაგირების ოქმის მიღება;

• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმის წარმოების მასალის მიღება;

• ვიდეო ჩანაწერის მიღება;

• საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადასვლის გადაწყვეტილება შსს-მ მიიღო ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG