Accessibility links

logo-print logo-print

COVID-19-ით ინფიცირების რიცხვმა გლობალურად 156,000-ს გადააჭარბა


მსოფლიოს გარშემო ქვეყნები განაგრძობენ ახალი ზომების შემოღებას COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად, იმ ფონზე, როცა ამ ახალი ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ გლობალურად 156,000-ს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა, ერთ-ერთი მონაცემის თანახმად, 5,800-ზე მეტია.

ევროპის მასშტაბით - რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლახან ეპიცენტრად გამოაცხადა ამ, დეკემბერში ჩინეთში წარმოშობილი პანდემიისა - ბევრმა სახელმწიფომ შეზღუდა მოქალაქეების გადაადგილება და საზღვარგარეთ მოგზაურობა, რათა კორონავირუსის გავრცელება შენელდეს.

აშშ-მა ევროპის 26 სახელმწიფოს ფრენის აკრძალვა დაუწესა, რამაც აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია. აკრძალვა მოგვიანებით ბრიტანეთსა და ირლანდიაზეც გავრცელდა.

ჩინეთი იუწყება, რომ ქვეყნის შიგნით ინფიცირების რიცხვი შემცირდა, თუმცა უცხოელ მგზავრებს ისიც ამოწმებს, რადგან 14 მარტს იმპორტირებული 16 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

შუა აზიაში უზბეკეთმა გამოაცხადა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევის შესახებ, ყაზახეთში ორი ახალი შემთხვევა აღირიცხა, რამაც მთლიანი რაოდენობა რვამდე გაზარდა.

ირანი, სადაც ერთ-ერთი უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, 13,000-მდე დადასტურებული შემთხვევით და 600-ზე მეტი დაღუპულით, გამოდის გაფრთხილებით, რომ მისი სამედიცინო ობიექტები ვეღარ გაუძლებენ ზეწოლას, თუკი ტენდენცია უცვლელი დარჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG