Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ, რომ არც სურსათი გამოილიოს და არც ფასები გაიზარდოს


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდების მხრივ და, რაც მთავარია, ფასები საკვებ პროდუქტებზე სპეკულაციურად არ გაიზარდოს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკვე შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 15 მარტს უკვე გამართა პირველი შეხვედრა, რომელსაც მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

15 მარტს საგანგებო განცხადება კომპანია კარფურმაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სუპერმარკეტის ქსელს პროდუქტის რამდენიმეთვიანი მარაგი აქვს და მოსახლეობას აჟიოტაჟის საფუძველი არ გააჩნია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG