Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: სისტემამ შესაძლოა ვერ გაუძლოს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბს


ირანში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, ასეთ ფონზე პანდემიის საკითხებში ოფიციალური წარმომადგენელი, რეზა ზალი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ შესაძლოა მალე ვეღარ გაუძლოს ზეწოლას.

"თუ ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლებლობები ამოიწურება" - რეზა ზალის ამ სიტყვებს 15 მარტს ავრცელებს სახელმწიფო სააგენტო IRNA.

როგორც იუწყებიან, ირანს 110,000-მდე საწოლი აქვს ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში. ირანი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13,000-მდეა, რაც ირანს დაავადების გავრცელების მასშტაბით მესამე სახელმწიფოდ აქცევს ჩინეთის და იტალიის შემდეგ.

მთავრობის კრიტიკოსები შიშობენ, რომ დაავადებულთა რეალური რაოდენობა ბევრად აჭარბებს ოფიციალურად დასახელებულს და კითხვებს უსვამენ ხელისუფლების გამჭვირვალობას ამ საკითხთან მიმართებით.

ზალის თქმით, გარდაცვლილთაგან ბევრი ვირუსით დაავადებამდე ჯანმრთელი იყო. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა 55 პროცენტის ასაკი 60-ს აჭარბებდა, 14 პროცენტი კი 40 წელზე ნაკლებისა იყო.

ვირუსთან ბრძოლის მიზნით, სასულიერო მმართველებმა დახურეს სკოლები და უნივერსიტეტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერეს რელიგიური, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

12 მარტს ირანმა გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სასწრაფო სესხს სთხოვს, რათა დაფინანსდეს ვირუსთან ბრძოლის ძალისხმევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG