Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ პირველად გადაუსწრო ჩინეთის მაჩვენებელს


კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით პირველად გადაუსწრო დაინფიცირებულთა რაოდენობას ჩინეთში, საიდანაც სახიფათო ვირუსმა გასული წლის ბოლოდან დაიწყო გავრცელება. აშშ-ში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ჩინეთის გარეთ შეადგენს 88 ათას კაცს, თავად ჩინეთში კი დაფიქსირებულია 80 860 შემთხვევა.

რაც შეეხება კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობას, მსოფლიოში დადასტურებულია 6513 ლეტალური შემთხვევა და, როგორც ჯონს ჰოპკინსის გამოკვლევაშია ნათქვამი, ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობას ასევე პირველად გადააჭარბა დანარჩენ მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ.

XS
SM
MD
LG