Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფო დატოვა პაციენტმა, ვისაც საქართველოში პირველად აღმოაჩნდა კორონავირუსი


საქართველოს 50 წლის მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა და კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღმოუჩინეს, ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, 54 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG