Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს


ნინო ქადაგიძე

საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილების პროექტი „ნინო ქადაგიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“.

დადგენილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 82-მა წევრმა "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფი ჰიმნი შესრულდა.

საქართველოს იუსიტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პარლამენტს 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.

2019 წლის 12 დეკემბერს, პარლამენტმა ნინო ქადაგიძე უვადოდ აირჩია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. დღემდე ქადაგიძე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელმძღვანელობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2018 წლის 2 აგვისტოს გადადგა. მან ოფიციალურ მიზეზად დაასახელა საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG