Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე კორონავირუსის გავრცელების ფაზის შესახებ: წინასწარი პრევენციული ღონისძიებები ეფექტურია


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის შეკავების ფაზიდან გავრცელების ფაზაზე გადასვლის შესახებ არ უკავშირდება მხოლოდ გუდაურში მყოფი ჩეხი ტურისტისთვის სამშობლოში COVID-19-ით დაინფიცირების დადასტურების ფაქტს. მისი თქმით, მთავრობა აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და იზიარებს იმას, რომ ვირუსთან ბრძოლის ეფექტური იარაღი მკაცრი პრევენციული ღონისძიებებია.

"25 იანვარს, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრენები უნდა შეგვეჩერებინა ჩინეთის მიმართულებით, მაშინაც არ ყოფილა საფრთხე რეალური. ანუ ჩვენ ვთვლით, რომ წინასწარ გადადგმული ყველა პრევენციული ღონისძიება იძლევა იმ ეფექტურ შედეგს, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაქვს.

აქედან გამომდინარე, რეალურ საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავს, დაფიქსირებული სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვთვლით საჭიროდ, რომ დამატებითი პრევენციული ღონისძიებები და ამ ღონისძიებების გამკაცრება და ასევე ხარისხობრივად უკეთესად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის. ამის შესახებ მან 17 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს გადასვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მხრივ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემით. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მისაღებად“, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული 34 შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG