Accessibility links

site logo site logo

ზელენსკი ოლიგარქებს დახმარებას სთხოვს. დიდ ქალაქებში შეწყდება მეტროპოლიტენის მუშაობა


ზელენსკი ჩინეთიდან ევაკუირებულებთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ქვეყნის უმდიდრეს ადამიანებს, რათა შექმნან ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და მედიკამენტების შესაძენად.

გავრცელებული ინფორმაციით, 16 მარტს საკუთარ ოფისში დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ იქ შეკრებილ ოლიგარქებს უთხრა, რომ ქვეყანას ესაჭიროება 16 მილიარდი ჰრივნა (($490 მილიონი) სასწრაფო დახმარების 500 ერთეული მანქანისა და სამკურნალო საშუალებების შესაძენად.

„ბიზნესი სოციალურად პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფოსათვის რთულ ვითარებაში. უკრაინელებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ, როდესაც სახელმწიფო საავადმყოფოებს მიმართავენ. ამიტომ მე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ დაგვეხმარეთ ახლავე“, - მიმართა სტუმრებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ

უკრაინული მედიის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ ოლიგარქები რინატ ახმეტოვი, ვიქტორ პინჩუკი, ალექსანდრ იაროსლავსკი და, სავარაუდოდ, იგორ კალამოისკიც, ერთ დროს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული ოლიგარქი.

ზელენსკის ოფისში გამართული შეხვედრის ფონია კორონავირუსის დაინფიცირებულთა რაოდენობის მატება უკრაინაში, სადაც 7 კაცს დაუდგინდა COVID-19. გარდაცვლილია ერთი მოხუცი ქალი.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 18 მარტიდან დიდ ქალაქებში კიევში, ხარკოვსა და დნეპრში მუშაობას შეწყვეტს მეტროპოლიტენი. დროებით შეწყდება სარკინიგზო და საავიაციო მიმოსვლა. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის მარშრუტი და გრაფიკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG