Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით (COVID – 19 ინფიცირების მკვეთრი წყარო მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ცნობილი. როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, დანარჩენების შემთხვევებში ინფიცირების წყარო, მოგზაურობის ისტორია ან ასეთ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირები ცნობილია.

ინფიცირებული პაციენტების შესახებ კი ეზუგბაია ამბობს, რომ მათი მდგომაროება სტაბულურია და არ გაუარესებულა. მისი ინფორმაციით, არც ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა გართულებულა.

„ერთ შემთხვევაში დადასტურებულია პნევმონია, რომელიც საშუალოზე მძიმედ მიმდინარეობს, კლინიკური ცხელებით. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გამოხატული, არამედ ის, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. ბოლო პაციენტის საბოლოო მდგომარეობა დღეს დადასტურდება. შემოსვლის შემდეგ მასთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, - თქვა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ილაპარაკა 17 მარტს დილიდან 11 პაციენტზე აღებული ნიმუშის გამოკვლევის შედეგებზე. მისი თქმით, ყველა ტესტი უარყოფითია, ამიტომ, ზოგი მათგანი საკარანტინო სივრცეში, ზოგიც თვითიზოლაციაში გადავა.

დღის მეორე ნახევარში აღებული 11 ტესტის პასუხებს კი გვიან ღამით მიიღებენ და მას 18 მარტს გააცნობენ საზოგადოებას.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან ერთი განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG