Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით დაავადების კიდევ 4 შემთხვევა


საქართველოში 38-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადებულთა რიცხვი.

კიდევ 4 პაციენტს ვირუსით ინფიცირება 17 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაუდასტურდა. ინფორმაცია ოფიციალურად დღეს, 18 მარტს დილის 11 საათისთვის გამოქვეყნდა.

ოთხიდან ორი დაავადებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აქვთ ტემპერატურა 37-37,5.

"ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია - ეს არის ერთ-ერთი, ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები", - უთხრა მედიას მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, 17 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა კიდევ 19 პაციენტს და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

18 მარტის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. ამ კლინიკიდან 16 მარტს გაწერეს კორონოვირუსისგან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG