Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიის მომსახურების ცენტრები მუშაობას წყვეტენ


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დროებით ფუნქციონირებას წყვეტს მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები. მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა.

„მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში, აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება მისაღებში ერთდროულად შესვლა. მისაღებში მოქალაქეებს, ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ. რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურები გაეცნობიან წერილს და მოახდენენ რეაგირებას“, - განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

მისივე სიტყვებით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდებისთვის მერიის შენობის პირველ სართულზე გამოიყო იზოლირებული სივრცე, სადაც მერიის თანამშრომლები უსაფრთხოების წესების დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს.

კალაძის სიტყვებით, „ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი“.

18 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია..

XS
SM
MD
LG