Accessibility links

site logo site logo

ფაშინიანი: სომხეთში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 84-ს მიაღწია


ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

„ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რისკის ზონაში იმყოფებიან ასაკის თვალსაზრისით, თავს კარგად გრძნობენ და ჩივილები არა აქვთ“, თქვა მან. „ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ ამ მომენტში პრობლემები არ გვექნება ასაკობრივ რისკჯგუფთან დაკავშირებით. ვითარება აჩვენებს, რომ საქმე ეხება ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალურ სოციალურ პასუხისმგებლობას“.

ფაშინიანის თქმით, ამჟამად ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 84-ს მიაღწია, 444 ადამიანი კარანტინში იმყოფება, 799-ს მოუწოდეს, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

საქართველოსთან უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებს შორის კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი, 114 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა რუსეთში. თურქეთში 98, მათ შორის ერთი ლეტალური. 18 მარტის დილის მონაცემებით, აზერბაიჯანში დადასტურებულია 34 შემთხვევა, მათგან ერთი ლეტალური.

ამ მომენტისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადდა სულ 34 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG