Accessibility links

site logo site logo

დროებით დაიხურა ლენინის მავზოლეუმი


პროფილაქტიკური სამუშაოების საბაბით, გაურკვეველი დროით ჩაიკეტება ლენინის მავზოლეუმი და კრემლის კედელთან მდებარე ნეკროპოლთან მისასვლელი, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურმა.

„სამუშაოს დასრულების ვადების შესახებ ინფორმაცია დამატებით გავრცელდება“, - ნათქვამია ცნობაში.

ლენინის მავზოლეუმი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ბოლოს შარშან, 18 თებერვლიდან 16 აპრილამდე პერიოდშიც დაიხურა.

რუსული მედიის ცნობით, როგორც წესი, პროფილაქტიკური სამუშაოების მიზეზად „ბელადის სხეულის მოვლა“, „მემორიალურ შენობაზე ზრუნვა“ და „შენობის მოწყობილობების შემოწმება“ სახელდება.

მავზოლეუმში პროფილაქტიკური სამუშაობი, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ტარდება. შესაბამისად, გეგმიურად მავზოლეუმი 2021 წელს უნდა დახურულიყო.

წითელ მოედანზე მდებარე მავზოლეუმი 96 წლის წინ გაიხსნა.

ლენინის გვამი დასვენებული იყო დღევანდელი მავზოლეუმის წინამორბედ, ხის შენობაში, 1924 წლის 1 აგვისტოს, 1930 წლიდან კი რუსი კომუნისტების ბელადი გადასვენებულ იქნა არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის მიერ დაპროექტებულ გრანიტის ნეკროპოლში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG