Accessibility links

logo-print logo-print

ბოლო სამ თვეში პირველად, უჰანში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ყოფილა


ქალაქი უჰანი

ჩინეთის ჰუბეის პროვინციასა და მის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ უჰანში, საიდანაც ახალი სახეობის კორონავირუსის COVID-19 გავრცელება დაიწყო, გასული 24 საათის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი იუწყება. 18 მარტი იყო ბოლო სამ თვის განმავლობაში პირველი ასეთი დღე.

ჩინეთის ხელისუფალთა ინფორმაციით, 18 მარტს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა მხოლოდ 34 ადამიანს და ყველა მათგანი ჩინეთში უცხო ქვეყნებიდან ჩავიდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩინეთში COVID-19-ით დაინფიცირდა 80 900-ზე მეტი ადამიანი. მათგან 70 420 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 3245 ადამიანი. ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების უმრავლესობა ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

ახალი სახეობის კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთიდან გავრცელდა 170-ზე მეტ ქვეყანაში და პანდემიად იქცა.

19 მარტის 8:00 საათის მდგომარეობით, მსოფლიოში სულ დაავადდა 219 265 ადამიანი. მათგან 85 745 უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 8 968.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG