Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგზავრო მიკროავტობუსების მძღოლები კომუნალური გადასახადების გადავადებას მოითხოვენ


სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს გურჯაანის ავტოსადგურში. გურჯაანი-თელავის და გურჯაანი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა კომუნალური გადასახადების გადავადება მოითხოვეს.

მათი განცხადებით, შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ და მიკროავტობუსებით მგზავრობის აკრძალვის გამო, გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებენ.

აქციის მონაწილეებს შეხვდა გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, რომელმაც მძღოლებს უთხრა, რომ მათ მოთხოვნას გააცნობს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს და მაჟორიტარ დეპუტატს და პრობლემაზე მსჯელობა დაიწყება.

საქართველოში მიკროავტობუსებით მგზავრობა 18 მარტიდან, დროებით აიკრძალა კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად.

19 მარტის 14:00 საათისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG