Accessibility links

logo-print logo-print

მოქალაქეებს, რომელთაც ევროკავშირში ყოფნის 90 დღიანი ვადა ეწურებათ, საგარეო უწყება დაეხმარება


მოქალაქეებს, რომელთაც ევროკავშირში 90-დღიანი ლეგალური ყოფნის ვადა ეწურებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდივიდუალურად დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მან თქვა, რომ საგარეო უწყება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

„ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა ინდივიდუალური წევრების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შეექმნათ პრობლემა, გარკვეულწილად გადაუვადდეთ ეს ვადები. ანუ ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები და ამ მიმართულებითაც ჩვენი საელჩოები და საკონსულოები მზად არიან, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საკონსულოები და საელჩოები მოქალაქეებს ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით დაეხმარებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG