Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალიდან იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყება


ბერძნებმა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი იაპონელებს გადააბარეს და ხვალიდან ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში გაგრძელდება ტრადიციული ესტაფეტა. კორონავირუსის გაზრდილი რისკის მიუხედავად, იაპონიის მთავრობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჯიუტად აცხადებენ, რომ მომავალ თამაშებს ჩაშლის ან გადადების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება და არც ოლიმპიადის მაყურებლის გარეშე ჩატარება დამდგარა დღის წესრიგში.

ოლიმპიურ ცეცხლს ჩაიტანენ მიიაგის პრეფექტურაში და ეს ცერემონია მაყურებლის გარეშე ჩაივლის, ესტაფეტა კი ხვალვე დაიწყება ფუკუშიმას პრეფექტურიდან. ცეცხლი მოივლის ქვეყნის ორმოცდაშვიდივე პრეფექტურას და 121 დღეში ტოკიოში ჩავა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. ორგანიზატორები ოლიმპიური ცეცხლის მსვლელობის ნახვის მსურველთათვის სპეციალურ ადგილებს მოაწყობენ ქუჩებიდან ოდნავ მოშორებით, მაგრამ თუ შეატყობენ, რომ მაყურებელთა რაოდენობა საგანგაშოდ გაიზარდა, ესტაფეტის მარშრუტს უმალ შეცვლიან.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG