Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარია: საგანგებო სიტუაციას გამოვაცხადებთ, როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. მან აღნიშნა, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა.

"დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ამის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ, რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილების მიღებას... ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ, ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უნდა იქნას მიღებული", - თქვა მან.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალ შეზღუდვებზე, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით იგეგმება. ხვალიდან საქართველოს მასშტაბით სასურსათო, სააფთიაქო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილების და საბანკო განყოფილებების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება.

საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს დილით დაანონსდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG